თბილისი (GBC) - თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებით გაფრენილი Georgian Airways-ის თვითმფრინავი უკან 13:22 საათზე დაბრუნდა. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზი დაფიქსირდა.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი საწვავის დაწვის მიზნით ათამდე წრე დაარტყა.
ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება.
თბილისი-მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.