თბილისი (GBC) – ქართული ეროვნული ვალუტა სამშაბათის ვაჭრობასაც გამყარების მიმართულებით იწყებს და თბილისის დროით 10:10 საათისთვის $1 Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 2,6450 ლარი ღირს.

პირველი იანვრიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 1,97%–ით არის გამყარებული.

ამ დროისთვის წითელ ზონაშია ეტალონური მაკრკების ნავთობის ფასი. Brent-ის ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,27%–ით არის შემცირებული და ბარელი $87,94 ღირს. ამერიკული WTI ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,11%–ით იაფდება – $81,53–მდე ბარელზე.