თბილისი (GBC) - კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, -
მკაფიოდ უთხრა მოსახლეობას ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ფასი გაზის კომერციულ ნაწილში იცვლება, რაც არ არის რეგულირებადი ტარიფი - ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზე.
მისი განმარტებით, ცვლილება არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას, ირიბად აისახება ინფლაციაზე. ზოგადად გაზის ფასი ცვალებადია. დავითაშვილმა აღნიშნა, წლევანდელ კლებაზე საქართველოში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ ზრდას, იანვრიდან.
ასე, რომ რომ შემცირების ეფექტი უკვე ასახულია ეკონომიკაზე.
ამის გარდა პურის მსხვილ მცხობელებთან გარკვეული შეთანხმებაა, ამ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვს ანუ არც სხვა წინაპირობებიზ პურის გაძვირების.
მინისტრის განმარტება კომერციული გაზის 4 თეთრიანი მატების დაანონსების შემდე, შექმნილი აჟიოტაჟის გამო გახდა საჭირო.