16 მლნ ლარი, 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი – კი...
გარდა ამისა, თანამდებობის
პირებმა, ნაღდი ფულის სახით
16 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად
მიიღეს ასევე 33 ბინა, 14 მიწის
ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6
იარაღი. საჩუქრების 72% (16 მლნ
ლარი) მშობლებისგან მიიღეს.
მაღალი თანამდებობის
პირებიდან 100,000 ლარზე მეტი
ღირებულების საჩუქრები
მიიღეს მაშინდელმა
პრემიერ მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა, იუსტიციის
მაშინდელმა მინისტრმა
რატი ბრეგაძემ, თბილისის
საკრებულოს მაშინდელმა
თავმჯდომარემ გიორგი
ტყემალაძემ, უზენაესი
სასამართლოს მოსამართლემ
გიორგი მიქაუტაძემ.
ყველაზე მეტი საჩუქარი
ჯამური ღირებულებით 4.5 მლნ
ლარის ოდენობით
პროკურატურის
თანამშრომლებმა მიიღეს.
პარლამენტის წევრებმა 2.4
მლნ ლარის საჩუქრები
მიიღეს, შსს-ს
თანამშრომლებმა 2 მლნ
ლარის, მოსამართლეებმა კი 1.3
მლნ ლარის. თანამდებობის
პირები საჩუქარს ყველაზე
ხშირად ნაღდი ფულის სახით
იღებენ. 2023 წელს 303-მა პირმა
ჯამურად 16 მლნ ლარამდე
მიიღო, რაც ერთ პირზე
საშუალოდ 53 ათასი ლარია.
თუმცა, საჩუქრად მიღებული
თანხები განსხვავებულია
და ამ სიიდან 55
თანამდებობის პირს 100 ათას
ლარზე მეტი ოდენობის
თანხა.ასევე, თანამდებობის
პირებმა 47 ერთეული უძრავი
ქონება მიიღეს საჩუქრად,
საიდანაც 33 საცხოვრებელი
სახლია, ხოლო 14 მიწის
ნაკვეთი. საჩუქრებში
დაადეკლარირეს ასევე 21
ავტომობილი და 6
იარაღი.ნაღდი ფულის
ჩუქების შემთხვევაში,
საჩუქარი ხშირად დოლარში
ან ევროში გაიცემა. 2023 წელს 6
მლნ დოლარამდე თანხა აშშ
დოლარში მიიღეს, ხოლო 347
ათასი ევროში.ჯამური
ღირებულების მიხედვით,
თანამდებობის პირებმა
საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი)
მშობლებისგან მიიღეს. 2 მლნ
ლარამდე ფული ან ნივთები
ნათესავებისგან მიიღეს.
ჯამურად 1.6 მლნ ლარი დამ ან
ძმამ აჩუქათ, 1.1 მლნ კი
შვილებმა.ვინ მიიღო
ყველაზე მეტი საჩუქარი2023
წელს საჩუქრები 90-მდე
სხვადასხვა უწყების
თანამდებობის პირებმა
მიიღეს. ყველაზე მეტი
ჯამური ღირებულების
საჩუქრები საქართველოს
პროკურატურის
თანამშრომლებმა მიიღეს,
46-მა თანამშრომელმა ჯამში 4.5
მლნ ლარის საჩუქრები მიიღო.
შემდეგ მოდის პარლამენტის
წევრები, რომლებმაც ჯამში 2.4
მლნ ლარის საჩუქრები
მიიღეს, შსს-ს
თანამშრომლებმა 2 მლნ
ლარამდე მიიღეს,
მოსამართლეებმა 1.3 მლნ
ლარის.2023 წელს, მაღალი
თანამდებობის პირებიდან
მსხვილი საჩუქრები მიიღეს
ყოფილმა პრემიერ
მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა – 150,000 ლარი,
იუსტიციის მაშინდელმა
მინისტრმა რატი ბრეგაძემ –
100,000 დოლარი (ბინა), იუსტიციის
მინისტრის მაშინდელმა
მოადგილემ ბუბა
ლომუაშვილმა – 160,000 ლარი,
თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარემ გიორგი
ტყემალაძემ – 60,000 დოლარი,
უზენაესი სასამართლოს
მოსამართლემ გიორგი
მიქაუტაძემ – 50,000 დოლარი.
ყველა მათგანმა საჩუქარი
ოჯახის წევრისგან მიიღო.10
თანამდებობის პირი,
რომელმაც 2024 წლის
დეკლარაციების მიხედვით
ყველაზე მეტი ღირებულების
საჩუქარი მიიღო:გიორგი
შაფათავა (საქართველოს
პროკურატურა, თავდაცვის
სამინისტროში გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის
სამმართველოს
პროკურორი)გიორგი
შაფათავამ 1,012,000 დოლარი (2023
წლის ლარის საშუალო კურსით
2,661,600 ლარი) მიიღო საჩუქრად.
870,000 დოლარი მამისგან მიიღო,
ხოლო 142,000 დოლარი დისგან.
დეკლარაციაში მითითებული
აქვს, რომ მამისგან
საჩუქარი უძრავი ქონების
რეალიზაციის შედეგად
მიიღო.ირაკლი კირცხალია
(საქართველოს პარლამენტის
წევრი)ირაკლი კირცხალიამ 2023
წელს 250,000 დოლარის
ღირებულების უძრავი
ქონება მიიღო მამისგან
საჩუქრად. ასევე, მამისგან
მიიღო საჩუქრად 185,900 დოლარი
და 137,000 ლარი ფულადი თანხა.
დისგან მიიღო 1,714 დოლარი
ფულადი თანხა. 2023 წლის ლარის
საშუალო კურსით, ირაკლი
კირცხალიამ 1.3 მლნ ლარის
ჯამური ღირებულების
საჩუქრები მიიღო.ვახტანგ
ბააკაშვილი (სსიპ
„ხალგაზრდობის სააგენტო“,
ხელმძღვანელის პირველი
მოადგილე)ვახტანგ
ბააკაშვილის მეუღლემ
თინათინ მეგრელიშვილმა
მამისგან 295,000 დოლარის
ღირებულების ბინა მიიღო
საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის
საშუალო კურსით 775,800
ლარია.ხათუნა თოთლაძე
(საგარეო საქმეთა
სამინისტრო, მინისტრის
მოადგილე)ხათუნა თოთლაძემ
250,000 დოლარი მიიღო დედისგან,
რაც 2023 წლის ლარის საშუალო
კურსით 657,500 ლარია.დავით
წერეთელი (თბილისის
საქალაქო სასამართლო,
მოსამართლე)დავით
წერეთელმა 2023 წელს 156,000
დოლარის ღირებულების ბინა
მიიღო დედისგან საჩუქრად,
რაც 2023 წლის ლარის საშუალო
კურსით 410,000 ლარია.ლევან
გამყრელიძე (ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
სამინისტრო, სსიპ
„სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს“
დირექტორი)ლევან
გამყრელიძემ 150,000 დოლარის
ფულადი თანხა მიიღო
დედისგან საჩუქრად, რაც 2023
წლის ლარის საშუალო კურსით
395,000 ლარია. დეკლარაციაში
მითითებული აქვს, რომ
დედისგან საჩუქარი მიწის
ნაკვეთის გასხვისების
შედეგად მიიღო.ზურაბ
პატარაძე (საგარეო საქმეთა
სამინისტრო, აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი)ზურაბ
პატარაძემ 75,000 დოლარი
ფულადი თანხა მეუღლის
დედისგან მიიღო, ხოლო 65,000
დოლარი დედისგან.
დეკლარაციაში მითითებული
აქვს, რომ ორივე თანხა
უძრავი ქონების
გასხვისების შედეგად
მიიღო. 2023 წლის ლარის
საშუალო კურსით, ზურაბ
პატარაძემ 368,000 ლარის ჯამური
ღირებულების საჩუქრები
მიიღო.სანდრო ცაბუტაშვილი
(შინაგან საქმეთა
სამინისტრო, საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის
საზღვრის მართვისა და
კოორდინირების მთავარი
სამმართველოს
უფროსი)სანდრო
ცაბუტაშვილმა დისგან
მიიღო 142,500 ლარის და 17,640
დოლარის ფულადი თანხა. 70,000
ლარი სიმამრისგან მიიღო
(მითითებულია, როგორც
საქორწინო საჩუქარი). მისმა
მეუღლემ ელენე
ჯიხვაშვილმა მამისგან
მიიღო 63,000 ლარის, 10,100 ევროს და
1,200 დოლარის ფულადი თანხები.
2023 წლის ლარის საშუალო
კურსით, სანდრო
ცაბუტაშვილმა და მისმა
მეუღლემ 353,000 ლარის ჯამური
ღირებულების საჩუქრები
მიიღეს.ვეფხია ლომიძე
(თბილისის სააპელაციო
სასამართლო,
მოსამართლე)ვეფხია
ლომიძემ მეუღლესგან ნინო
ჯინჭარაძესგან 300,000 ლარის
ღირებულების სარდაფი
(კომერციული ფართი) მიიღო
საჩუქრად.დავით
ზილფიმიანი (საქართველოს
პარლამენტის ყოფილი
წევრი)დავით ზილფიმიანმა
შვილიშვილისგან 105,000
დოლარის ფულადი თანხა
მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის
ლარის საშუალო კურსით 276,000
ლარია.
1757589598