"ბანკები ვაჩვენებთ მეტ კაპიტალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული კაპიტალით უფრო მეტ ხანს ან უფრო მეტი მოცულობით შევძლებთ მუშაობას" 

თბილისი (GBC) - IFRS-ზე გადასვლის  სხვა მოლოდინი  ჰქონდა იშბანკს და როგორც ბანკის კომერციულმა დირექტორმა ბიზნესპარტნიორში (საზმაუ) განაცხადა, სხვა შედეგი უდგება: რეალურად ბანკს არ უთავისუფლდება კაპიტალი, რომლითაც იმუშავებს.

"ბანკის მოგება, საოპერაციო მოგების შემდეგ (ანუ რეზერვების გათვალისწინებით) იქნება უფრო მეტი, მაგრამ ჩნდება დამატებითი კაპიტალის მოთხოვნები, ამ სხვაოებების მაკორექტირებელი", - უჩა სარალიძე CRA ბუფერზე აღნიშნავს, რომლის მიზანიც სებ-ის განმარტებით, ძირითადად მხოლოდ ბუღალტრული ენის ცვლილება იყო და კონსერვატიული მიდგომების შენარჩუნება, ლიბერალურ ზედამხედველობაზე გადასვლის შემდეგაც.

სარალიძემ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით გაზრდილ  საგადასახადო წნეხზეც განაცხადა და შესაბამისად ბიუჯეტში შესატანის მატებაზე, რასაც ბუღალტრული ენის ცლილება და გადასახადის 5%-იანი ზრდა განაპირობებს. მისი ანგარიშით, იშბანკს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი 2 მილიონით გაეზრდება.

ბანკის მმართველი შიშობს ინვესტორების განწყობის შესაძლო გაუარესებაზე. თურქი აქციონერი, რომელიც შვილობილი ბანკის მენეჯმენტს წლებია სრულ თავისუფლებას აძლევს, მუდმივად ზრდის ინვესტიციებს, მ.შ. ბოლო პერიოდში, ციფრული არხების განვითარებისთვის, შესაძლოა დააფრთხოს რისკის მაკორექტირებელმა ბუფერმა. ეგონოს რომ დამატებით კაპიტალს სთხოვენ.

ამიტომ უნდა მიეცეს ადეკვატური პერიოდი ადაპტაციისთვის. ინვესტორისთვის პრიორიტეტულია, რომ ყველაფერი იყოს გაზომვადი.

"ბანკები ვაჩვენებთ მეტ კაპიტალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული კაპიტალით უფრო მეტ ხანს ან უფრო მეტი მოცულობით შევძლებთ მუშაობას", - აღნიშნა უჩა სარალიძემ. 

Isbank

 

 2022  

 2021 

აქტივები

413,4

376,7

სესხები

270,5

247,8

- რეზერვი

-7,3

 

მოგება

17,7

11,3

საზ. კაპიტალი

117,2

99,3

წყარო: კომერციული ბანკი  (მლნ )