თბილისი (GBC) - სებ-ის ექსპრეზიდენტს ამჟამინდელი პრეზიდენტის დივერსიფიკაციის არ სჯერა.

პოლიტიკოს რომან გოცირიძის (სებ-ის პრეზიდენტი 2005-2007 წლებში) განცხადებით (BMG-ზე) ქვეყნის რეზერვების ჩინეთის მთავრობისთვის მინდობა ვერ შეფასდება დივერსიფიკაციად. რეზერვების, რომლის 90% ყველაზე უსაფრთხო და ურისკო, დასავლეთის ფასიან ქაღალდებშია განთავსებული.

გოცირიძე თქმით, სებ-ის დივერსიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნების მოსალოდნელი სანქციების საპრევენციოა. 

China Interbank Bond Market -ზე სებ-ის დაშვების შესახებ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა თურნავამ  დამატებით განმარტა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიზნები, რომ დასავლეთთან ერთად ასევე იყოს წარმოდგენილი აზიის კაპიტალის ბაზარზე. მან  აღნიშნა, ჩინეთის ბაზრის მიმზიდველობაზე  რამდენიმე ნიშნით. თავისი განსხვავებული დინამიკით და მასშტაბურობით.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე დააანონსა ინვესტირება ჩინური კომპანიების ობლიგაციებში.