თბილისი (GBC) -  სებ-ის სარეზერვო აქტივების კომპოზიცია სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ახსნა.

ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, რადგან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები დენომინირებულია აშშ დოლარსა და ევროში. შესაბამისად რეზერვებიც ძირითადად აღნიშნულ ვალუტებშია.

თუმცა, სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა სხვა ვალუტების შერევასაც, მცირე ულუფებით. მათ შორის იყო ავსტრალიურ და კანადური დოლარი თუ სხვა. 

2021 წლიან ქვეყნის რეზერვებიდან $100 მილიონის ეკვივალენტი განთავსებული იყო ჩინურ იუანშიც.