თბილისი (GBC) - ბანკებისთვის ჯარიმის მაქსიმალური ზღვრის გაათმაგებაზე დასკნას საბანკო ასოციაცია ამ კვირას წარმოადგენს. შენიშვნა-რეკომემენდაცია მხოლოდ ტექნიკურ მხარეს ეხება. სანქცირების მექანიზმის გამართულობას.
როგორც ცნობილია, კომერციული ბანკების დაჯარიმების წესში სებ-ის ცვლილების პროექტით, არსებულ 0.01%; 0.05%; 0.1% საჯარიმო განაკვეთებს 0.5% და 1% ემატება, რაც საზედამხედველო კაპიტალიდან დაანგარიშდება.
ბოლო ცვლილებიდან, როცა მაქსიმალურმა ზღვარმა 0.1%-მდე აიწია, 6 წელია გასული. მოქმედი წესით (04/2018-ს ამოქმედებული) მოთხოვნების (შეზღუდვა, ლიმიტი, აკრძალვა…) შეუსრულებლობისთვის ბანკი ჯარიმდება საზედამხედველო კაპიტალის (დარღვევისას რამდენიც აქვს) 0.01%, 0.05%, 0.1%-ის ოდენობით, არანაკლებ ₾20 000 -ის.
ამასთანავე, 2009 წელთან შედარებით გაზრდილია ფიქსირებული ჯარიმებიც.
5 000 ლარია ანგარიშგების წესების დარღვევისთვის, 10 000 ლარი (თითოეულ შემთხვევაზე) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარუდგენლობაზე. 20 000 ლარი განმეორებად შემთხვევაზე, ხოლო 50 000 ლარი მრავალჯერადი შეუსრულებლობისთვის.