თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პოლიტიკა ზომიერად მკაცრია და მივესალმებით დაკრედიტების ტემპის შენელებას, - განაცხადა ოთხშაბათს სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკირმა Regional Economic Outlook-ზე. 10 თვის სტატისტიკით  დაკრედიტების  ზრდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვის გარეშე) 5%-მდეა შემცირებული. თუმცა სებ-ის ირწმუნება, რომ გაწლიურებეული მაჩვენებელი ზომიერ ზრდას აჩვენებს, 13.8%-ს და კლება მთლიანად  გაცვლითი კურსის ეფექტითაა.

ჩაკირი მკაცრ პოლიტიკას იწონებს გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ინფლაციური წნეხი, ამავე დროს არსებობს რისკი რომ ინფლაციური მოლოდინები გამყარდეს.

ამის თავიდან ასარიდებლად და იმისათვის, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდეს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მასთან საბრძოლველი მექანიზმია და სწორი პოლიტიკის პასუხია. 2022-ში წლიურ ინფლაციას 10.5%-ზე, 2023 ის ბოლოს 3.8%-ს, ხოლო 2024 - ში სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოებას ელის.

სებ-ი სსფ-ზე ოპტიმიზტია სამიზნე  მაჩვენებელტან მიახლოებას გაისად ელის. იმედს რამდენიმე მახასიათებელი აძლევს: დაღმავალი სასაქონლო ინდექსები, აქტიური ტურიზმი, გადმორიცხვები, რომელიც  ამყარებს ლარს და პირდაპირ მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე.

სსფ-ი  2022 წელს ეკონომიკის 10% ზრდას პროგნოზირებს. 2023 -ისთვის კი, მიგრანტთა ეფექტის მილევის შემდეგ, ომის შედეგების მომკის და გლობალური დეფლაციის შედეგად ზრდას 4%-ის ფარგლებში ვარაუდობს.

1