Tbilisi (GBC) - პროკრედიტ ბანკმა შემნახველი ანაბრის სარგებელი შეამცირა, 0.9%-მდე, აშშ დოლარში. ევროსა და ლარში კი შესაბამისად კვლავ 0.5% და 8%-ით განისაზღვრება.

მოთხოვნამდე ტიპის ანაბრისგან განსხვავებით, ვადიანი სავალუტო დეპოზიტის განაკვეთი არ შეცვლილა. აშშ დოლარსა და ევროში 2.15% და 1.65%-ით განისაზღვრება (1-წლიანის, ვადის ბოლოს გატანით). ლარში წლიური სარგებელი 11.6%-ია.

ბიზნესპარტნიორის ინფორმაციით, გერმანული საბანკო ჯგუფის ბანკის წილი დეპოზიტების მიხედვით 2.05%-ია, მათ შორის საცალო ანაბრებით 1.75%. 

 

01.05.23

2022 000 ₾

აქტივები 

1,569,869

1,726,761

სესხები

1,097,743

1,150,714

დეპოზიტები 

881,155

972,581

მოგება(ზარალი)

15,500

40,057

ROE

16,7%

17%

ROA

2.82%

  3%

წყარო: კომერციული ბანკი