თბილისი (GBC) - სებ-ი საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების გამოქვეყნებაზე აცხადებს. ხელმისაწვდომია ბლუმბერგის (Bloomberg IND), აგრეთვე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით.

მალე ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდის მეშვეობითაც.

ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორს შეეძლება მაქსიმალური გამჭვირვალობით თვალი ადევნოს  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომგებიანობა/შემოსავლიანობას, რისკ-მახასიათებლები ...

  • საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლია საერთაშორისოდ აღიარებული ეტალონი (Benchmark) ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაფასებლად გამოყენება;
  • შესაძლებელი ხდება საბირჟო საინვესტიციო ფონდების (ETF) და სხვა ტიპის  საინვესტიციო ფონდების სტრუქტურირება გამჭვირვალე ინდექსებზე დაყრდნობით;
  • საინვესტიციო აქტივების მმართველებს საშუალება ეძლევათ, ობიექტურად გაზომონ და გამოაქვეყნონ თავიანთი პორტფელების შემოსავლიანობები გამჭვირვალე ბენჩმარკის მიმართ;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები უფრო მკაფიოდ შეაფასებენ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების რისკების პარამეტრებს და ამონაგების დინამიკას;

  • საზოგადოება მიიღებს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზრის ამონაგებზე გამჭვირვალე წვდომას.

ინდექსებს აქვეყნებს Intercontinental Exchange (ICE), ფინანსური ბაზრის მონაცემებისა და ინდექსების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მიმწოდებელი.

 ICE ჯგუფში შედის ბევრი ცნობილი საფონდო ბირჟა და ქლირინგული ორგანიზაცია, მ.შ. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (NYSE Group), აგრეთვე ფიუჩერსებისა და დერივატივების ბირჟები (ICE Futures US, Europe, Endex) და ქლირინგული ორგანიზაციები (ICE Clear US, Europe, Netherlands, Singapore).

დღეს ICE მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ ინდექსთა პლატფორმას, რომელიც მოიცავს ათასობით სუვერენულ, კორპორაციულ და განვითარებადი ბაზრების ინდექსს. მისი მეთოდოლოგიური სიზუსტე და გლობალური აღიარება მას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდექსების პლატფორმად აქცევს.

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი ამოქმედდა:

 

Ticker

Index Name

G0GE

ICE Georgia Government Index

GJGE

ICE All Maturity Georgia Government Index

GAGE

ICE 0-1 Year Georgia Government Index

G1GE

ICE 1-3 Year Georgia Government Index

G2GE

ICE 3-5 Year Georgia Government Index

G3GE

ICE 5-7 Year Georgia Government Index

G4GE

ICE 7-10 Year Georgia Government Index

 

„All Maturity“ ინდექსი მოიცავს 10 წიანი ქაღალდების სრულ სპექტრს,  ICE Georgia Government Index“ კი 1-დან წლიდან 10 წლამდეს ობლიგაციას.

გამოქვეყნდა ვადიანობის მიხედვით დაჯგუფებული ინდექსებიც (0-1 წლამდე, 1-3 წლამდე, 3-5 წლამდე, 5-7 წლამდე და 7-10 წლამდე). ინვესტორი თვალი მიადევნებს შემოსავლიანობის მრუდის კონკრეტულ სეგმენტებს, დურაციის მაჩვენებლებს.

„ინდექსების დანერგვა ზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ამარტივებს პორტფელის ფორმირებას და ქარფთულ ბაზარს აახლოებს  საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასთან", - სებ-ის პრეზიდენტი ბენჩმარკების დანერგვით მეორადი ბაზრის განვითარების სტიმულირებას ელის.

ინდექსების გამოქვეყნებაზე მუშაობა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტმა 2023 წელს დაიწყო როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებში გამოიკვეთა სახელმწიფო ობლიგაციების ადგილობრივი ინდექსის შექმნის აუცილებლობა

ფიქსირებული შემოსავლის ინდექსებს, რომლის მეთოდოლოგიასაც ეფუძნება სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები, დიდი ისტორია აქვს, 1970-დან, როდესაც საინვესტიციო ბანკმა Merrill Lynch-მა ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ინდექსები და მალევე ბაზრებისთვის გლობალურ ეტალონად (Benchmark) იქცა.

მოგვიანებით, Merrill Lynch-ი შეისყიდა  Bank of America-მ და გაერთიანებით ჩამოყალიბდა Bank of America Merrill Lynch-ის ინდექსების ოჯახი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ცენტრალური ბანკები, აქტივების მმართველები და საპენსიო ფონდები მთელ მსოფლიოში.

2017 წელს ინდექსების ბიზნესი InterContinental Exchange-მა შეიძინა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები