თბილისი (GBC) - სავალუტო რეზერვები $5 მილიარდიან ზღვარს, რომელსაც იანვრიდან ჩამოსცდა ჯერ ვერ უახლოვდება.
მარტში სარეზერვო აქტივები 32 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 01.04.2024-ის მდგომარეობით, $4.777 მილიარდამდეა. აქედან $332 მლნ -ის ოქროა. როგორც იცით, სებ-მა ლონდონში 7 ტონა ოქრო იყიდა.
რეგულატორმა $0.5 მილიარდის, 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების ბაზარზე შეიძინა.
საინვესტიციო ოქროს წილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ამ დროისთვის 11%-ია. ზოდები ჯერ ლონდონშია და საქართველოში სებ-ის საცავში უნდა განთავსდეს.