თბილისი (GBC) - ქვეყნის სავალუტო რეზერვების ოპტიმალურ მართვაზე, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამთა სოფრომაძემ რადიო "იმედში" განაცხადა.
აღნიშნა, რომ სავალუტო ბაზარი და მაკროეკონოკური მდგომარეობა რეგულატორს მსხვილი შესყიდვის შესაძლებლობას აძლევდა. ასევე 2024 წლის I ნახევარში.
"იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული ახლა მოგვცა შესაძლებლობა, საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი", - განაცხადა თამთა სოფრომაძემ, სების ბოლო პერიოდის ინტერვენციების შეფასებისას.
მისი თქმით, სავალუტო ბაზარზე მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციისას ან არაფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული ჭარბი მერყეობისას სები უცხოურ ვალუტას ყიდის.
ლარის ბოლოდროინდელი მერყეობაც და წმეხი გაცვლით კურსზე ფუნდამენტური ფაქტორებით არ იყო გამოწვეული, რის დასაბალანსებლადაც სებ-მა ოქტომბერში ინტერვენციებს მიმართა.
სები მსგავს შემთხვევებში ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად იქცევა. მისივე თქმით, მთავარია გრძელვადიანი სწორი ხედვა.
წნეხი წინასაარჩევნო პერიოდის გაურკვევლობიდან გამომდინარეა. ამის ფონზე სავალუტო ბაზარზე მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციებია, ძირითადად შესყიდვის მიმართულებით, რაც ქმნიდა დამატებით ჭარბ ზეწოლას ბაზარზე. ამავე პერიოდს დაემთხვა საბანკო დივიდენდების გადახდაც.
სოფრომაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად, არაფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარე რყევებს სები სავალუტო ინტერვენციებით ანეიტრალებს და ოქტომბრის ინტერვენციაც ამას ემსახურებოდა.
თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, რომ რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია. სებ-ი კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებაზე. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, რაც სებ-ის მანდატია, რეგულატორს საკმარისი ინსტრუმენტები გააჩნია დაბალი ინფლაციური გარემოს და სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია, ფასები სტაბილურია და დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება", - აღნიშნა სოფრომაძემ.