თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა 2025 პარტნიორებთან ერთად შეაჯამა.
კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო: 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის მოლოდინები“ საინვესტიციო ბანკის მენეჯმენტმა 2025-ის ძირითადი გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები მიმოიხილა.
თიბისი კაპიტალის მოლოდინით, 2026 წელს გლობალურ ეკონომიკაზე (წარმოების ხარჯებზე და ინვესტიციებზე) გავლენას სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები(1), ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება(2) და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები(3) მოახდენს. ამ მოცემულობაში მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
AI-ის ადაპტაცია კომპანიებში უკვე აჩვენებს პოზიტიურ გავლენას როგორც ინოვაციებში, ასევე, მომგებიანობაში.
„თიბისი კაპიტალისთვის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება პარტნიორებთან უწყვეტი დიალოგის ნაწილია. მთელი წლის განმავლობაში მათ განახლებულ და სიღრმისეულ ანალიტიკას ვაწვდით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, საქართველოს მაკროეკონომიკასა და ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებზე. შედეგად, 2025 წელს, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, 12 ფიზიკური და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც ჯამში ბიზნესის 2 500-მდე წარმომადგენელი და სფეროს ექსპერტი გააერთიანა. მსგავსი ღონისძიებებით ვეხმარებით კერძო სექტორს, სწორად შეაფასოს გამოწვევები, დაინახოს შესაძლებლობები და ეფექტიანად მოერგოს ახალ ეკონომიკურ რეალობას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.