თბილისი (GBC) – საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, "ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში" (საბანკო გარანტია) მონაწილე 15 სადაზღვევო კომპანიას, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ჯამში 10 538 370 ლარი აქვთ მოზიდული. მათ შორის, 6 415 418 ლარი – მოზიდული პრემიის სახით, ხოლო 4 122 952 ლარი – გადაზღვევის პრემიის სახით.

ასოციაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოზიდული პრემიის მოცულობით სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (მოზიდული პრემია 1 909 925 ლარი, გადაზღვევის პრემია – 1 527 940 ლარი), სადაზღვევო კომპანია ალდაგი (მოზიდული პრემია 1 810526 ლარი, გადაზღვევის პრემია – 899 274 ლარი) და სადაზღვევო კომპანია უნისონი (მოზიდული პრემია 1 049 812 ლარი, გადაზღვევის პრემია – 787 401ლარი) ლიდერობენ.

სადაზღვევო კომპანიები "ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში" მოზიდული პრემიებით: