თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 20 ივნისს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ეს ამ დონის პირველი ვიზიტია – ერდოღანმა თავად მიიწვია ფაშინიანი.
ამასობაში, სომხეთში ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანის დაპატიმრების გამო, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები დაიძაბა. სომხეთმა რუსეთისგან მოითხოვა, არ ჩაერიოს მომხდარში. საუბარია კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციაზე, რომელიც კარაპეტიანის საკუთრებაა.
რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევი თურქეთს გუშინ, 19 ივნისს სტუმრობდა, სადაც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში აზერბაიჯანული კვარტალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ალიევი ერდოღანს პირისპირაც შეხვდა.