თბილისი (GBC) – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი").
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!", - აღნიშნავს პრემიერი.