თბილისი (GBC) - პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მოხსენებისას ოპოზიციაზე ისაუბრა. - ,,განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ოპონენტებს, მედიას, არასამთავრობოებს, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში - საბოტაჟი და დესტრუქცია''.

ახლა ყველამ ერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს და არიან თუ არა ჩართულები და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმეტესობა არც კი მონაწილეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში და მათი მხრიდან საბოტაჟი და დესტრუქცია არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

პრემიერმა ასევე განაცხადა- „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.