SJC: მერიის მხრიდან ჩანაცვლების პროგრამასა და მოსახლეობის თანხმობაზე ა...
SJC წერს, რომ მერია
ვალდებული იყო, ყველა
შემთხვევაში შეეფასებინა
შენობიდან მომდინარე გარე
საფრთხეები, დაეცვა იქ
მყოფი ადამიანების, მათ
შორის, გარევაჭრობაში
ჩართული მშრომელების
სიცოცხლე და ჯანმრთელობა
და შეექმნათ მათთვის
უსაფრთხო და ღირსეული
სამუშაო გარემო.GBC SJC-ის
განცხადებას სრულად
გთავაზობთ:„სოციალური
სამართლიანობის ცენტრი
ეხმაურება „სადგურის
მოედნის” მიმდებარე
ტერიტორიაზე მომხდარ
უმძიმეს ტრაგედიას, სადაც
საცხოვრებელი სახლის
სახურავის ნგრევას გუშინ 2
ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა, ხოლო 1
ადამიანი დაშავდა.
ვუსამძიმრებთ დაღუპულების
ოჯახის წევრებსა და
ახლობლებს და გამოვთქვამთ
მზადყოფნას მათ
სამართლებრივი დახმარება
გავუწიოთ.მიგვაჩნია, რომ
მომხდარი ტრაგედია არა
იზოლირებული ფაქტი, არამედ
სისტემური ხარვეზებისა და
სახელმწიფო უწყებების
უმოქმედობის შედეგია.
სახელმწიფომ, ერთი მხრივ,
ვერ უზრუნველყო
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და
ადამიანების სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის დაცვა,
ხოლო, მეორე მხრივ, არაფერი
გააკეთა იმისთვის, რომ
მოსახლეობას დაეძლია
სიღარიბის ჩაკეტილი წრე და
ჰქონოდა წვდომა ღირსეულ და
უსაფრთხო სამუშაო
გარემოზე.მედიაში
გავრცელებული
ინფორმაციით, ავარიული
სახლის სახურავის ნაწილის
ჩამოქცევას ორი მშრომელის
სიცოცხლე შეეწირა. როგორც
ირკვევა, კორპუსის
ავარიულობის შესახებ
მოსახლეობას არაერთხელ
მიუმართავს მერიისთვის,
თუმცა მუნიციპალიტეტმა არ
მიიღო მყისიერი ზომები
ადამიანების სიცოცხლის
დასაცავად.თბილისის მერმა,
კახა კალაძემ, მომხდარზე
პასუხისმგებლობა
ადგილობრივ მაცხოვრებლებს
დააკისრა. მისი
განცხადებით, კორპუსს
მინიჭებული ჰქონდა მე-3
კატეგორიის ავარიულობის
სტატუსი და ამის შესახებ
მოსახლეობაც იყო
ინფორმირებული, თუმცა იმის
გამო, რომ მაცხოვრებელთა 100%
არ იყო თანახმა, ვერ
მოხერხდა შენობის
დემონტაჟისა და ახალი
კორპუსის მშენებლობის
დაწყება.პირველ რიგში, უნდა
ითქვას, რომ მომხდარზე
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა ეკისრება
სახელმწიფოს, შენობის
სხვენის გარე თაღის
ჩამოშლასთან
დაკავშირებული
უსაფრთხოების განჭვრეტადი
და რეალური რისკების
არასათანადო პრევენციისა
და ამ ადგილას მცხოვრები,
დასაქმებული და გამვლელი
პირების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვისთვის
არასათანადო ზომების
მიღების გამო. თბილისის
მერიის მხრიდან ავარიული
მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების
ჩანაცვლების პროგრამაზე
და ამ პროცესში შენობის
მესაკუთრეების
გადაწყვეტილებაზე
აპელირება ბოლომდე
რელევანტური არ არის,
რადგან განსახლების
საკითხის გარეშეც,
სახელმწიფოს ეკისრებოდა
ვალდებულება დაეცვა
მოქალაქეები აშკარად
განჭვრეტადი
საფრთხეებისგან.თბილისის
მერია და მისი
ზედამხედველობის
სამსახურები ვალდებულები
იყვნენ, ყველა შემთხვევაში
შეეფასებინათ შენობიდან
მომდინარე გარე
საფრთხეები, დაეცვათ იქ
მყოფი ადამიანების, მათ
შორის, გარევაჭრობაში,
უმძიმეს პირობებში,
ჩართული მშრომელების,
სიცოცხლე და ჯანმრთელობა
და შეექმნათ მათთვის
უსაფრთხო და ღირსეული
სამუშაო გარემო. კორპუსზე,
სადაც ტრაგედია დატრიალდა,
შეუიარაღებელი თვალითაც
არაერთი თვის
განმავლობაში შესამჩნევი
იყო ნაპრალები და
არსებობდა შენობის
ნაწილის ჩამონგრევის
საფრთხე. თუმცა, მერიამ არა
მხოლოდ არ მიიღო
უსაფრთხოების
ღონისძიებები, არამედ 2024 და
2025 წლებში გასცა სავაჭრო
ობიექტებისთვის სარეკლამო
აბრების მოწყობის
ნებართვები. მიმდებარე
ტერიტორიაზე ასევე
მოწყობილია პარკირება, რაც,
თავის მხრივ,
მუნიციპალიტეტის საკუთარ
უფლებამოსილებას
წარმოადგენს და რომლის
უსაფრთხოებაზეც
ადგილობრივი ხელისუფლება
პირდაპირ არის
პასუხისმგებელი.
შესაბამისად, ის გარემოება,
რომ მერის მტკიცებით,
მაცხოვრებლები უარს
აცხადებდნენ შენობის
დემონტაჟზე, ვერ გამოდგება
მოსახლეობის სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის
უგულებელყოფის და
უსაფრთხოების ზომების
მიუღებლობის
არგუმენტად.რაც შეეხება
ავარიული მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების
ჩანაცვლების პროგრამაში
შენობის მესაკუთრეების
მონაწილეობის საკითხს,
როგორც თბილისის მერი
განმარტავს,
კანონმდებლობის მიხედვით,
შენობის დემონტაჟისთვის
აუცილებელია ყველა
მესაკუთრის თანხმობის
მოპოვება, თუმცა
მნიშვნელოვანია, კითხვები
დაისვას მის შესახებ, თუ
როდის მოხდა შენობის
ავარიულობის შეფასება და
მისი მდგომარეობის
ზედამხედველობა, რატომ არ
გასცეს თანხმობა
მოქალაქეებმა
განსახლებაზე და მერიის
მიერ შეთავაზებული
პირობები ხომ არ იყო
უსამართლო და
არაადეკვატური. როგორც
პრაქტიკაზე დაკვირვება
აჩვენებს, მაცხოვრებელთა
თანხმობის ვერმოპოვება
სხვადასხვა მიზეზით
შეიძლება იყოს
განპირობებული. მათ შორის,
როგორც წესი, ყველაზე
პრობლემურია საცხოვრებელი
სახლებიდან გამოსვლისა და
საცხოვრებელი ადგილის
ცვლილების პირობა, რამაც
შესაძლებელია,
მნიშვნელოვნად შეიძლება
გააუარესოს მათი
ცხოვრების ხარისხი და
ადამიანები მოწყვიტოს
სოციალურ გარემოს,
სასწავლო და სამუშაო
ადგილებს. ერთ-ერთ მიზეზს
შეიძლება წარმოადგენდეს
ბინის ქირით
უზრუნველყოფის პროგრამის
გამოწვევებიც, რომელიც,
როგორც წესი,
არასაკმარისია სათანადო
საცხოვრებლით
უზრუნველყოფისათვის.
სწორედ ეს გამოწვევები
ხშირად ხდება ამ პროგრამის
მიმართ მოქალაქეების
დაბალი ნდობის
მიზეზი.სამწუხაროდ,
თბილისის მერიამ, ისევე
როგორც სხვა
მუნიციპალიტეტებმა, ვერ
შეძლო, სათანადო პასუხი
გაეცა საბინაო კრიზისზე,
რომელიც წლების
განმავლობაში სულ უფრო
მძიმდება. შემაშფოთებელია
ის ფაქტი, რომ თბილისში
ყოველი ფეხის ნაბიჯზე
გვხვდება ავარიული
სახლები, რომელთა
მაცხოვრებლებიც, ისევე
როგორც, ზოგადად, ქალაქის
ყველა მცხოვრები და უბრალო
გამვლელებიც კი,
ყოველდღიურად
მნიშვნელოვანი საფრთხის
წინაშე დგანან. საქსტატის
2014 წლის აღწერის მიხედვით,
თბილისში შენობების
დაახლოებით 21% 1960 წლამდეა
აშენებული, ხოლო თბილისის
მერის განცხადებით, 2025 წლის
მარტის მდგომარეობით,
თბილისის ტერიტორიაზე 10
000-მდე ავარიული
შენობა-ნაგებობა იყო
იდენტიფიცირებული, მაშინ,
როდესაც მუნიციპალური
პროგრამის ფარგლებში
მშენებლობა მხოლოდ 3
მისამართზე
მიმდინარეობს.მომხდარი
ტრაგედია კიდევ ერთხელ
გვაჩვენებს, თუ როგორი
დაუცველია ჩვენი
მოსახლეობის უსაფრთხოება
და როგორ უგულებელყოფს
სახელმწიფო თავის
ვალდებულებას,
უზრუნველყოს ადამიანების
სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის უფლება, რაც
არა მხოლოდ საქართველოს
კონსტიტუციით, არამედ
არაერთი საერთაშორისო
სამართლებრივი აქტითაც
არის გარანტირებული. ამის
საპირისპიროდ, ყოველი
მომდევნო შემთხვევისას
“ქართული ოცნება” და
პროპაგანდისტული მედიები
უზარმაზარ ძალისხმევას
წევენ პასუხისმგებლობის
თავიდან არიდების და
მოსახლეობის
დადანაშაულების მიზნით.
სამწუხაროდ, ამგვარი
პოზიცია სახელმწიფო
უწყებებს ადამიანების
გარდაცვალების სხვა
არაერთ შემთხვევაშიც
ჰქონდათ, რაც ნათლად
მიუთითებს მოსახლეობის
უფლებების სრულ
უგულებელყოფაზე.
სამწუხაროდ, არც ერთ სხვა
შემთხვევაში ადამიანების
სიცოცხლის ხელყოფის
შემთხვევებს არ მოჰყოლია
სათანადო გამოძიება და
კონკრეტული პირების დასჯა.
Მათ შორის, ამ შემთხვევებს
არ მოჰყოლია პოლიტიკური
პასუხისმგებლობის აღება
კონკრეტული ხელმძღვანელი
პირების მხრიდან.ამ
პირობებში, ნათლად ჩანს,
რომ “ქართული ოცნება” ვერ
აცნობიერებს ქვეყანაში
მცხოვრები ადამიანების
უსაფრთხოებაზე საკუთარ
პასუხისმგებლობას და არც
ცდილობს, არსებული
ჩავარდნების აღმოფხვრას –
რაც აუცილებელია მსგავსი
ტრაგიკული შემთხვევების
თავიდან
ასაცილებლად.ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, სოციალური
სამართლიანობის ცენტრი
მოუწოდებს:საქართველოს
გენერალურ
პროკურატურას:დაიწყოს
გამოძიება არა მხოლოდ
სისხლის სამართლის 240-ე
მუხლით (სამთო, სამშენებლო
ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების
წესის დარღვევა), არამედ
მ342-ე მუხლითაც
(სამსახურებრივი
გულგრილობა) და
საზოგადოებას მიაწოდოს
გამოძიების შედეგების
შესახებ
ინფორმაცია.თბილისის
მერიას:დაუყოვნებლივ
წარუდგინოს საზოგადოებას
კონკრეტული გეგმა, რომელიც
შეეხება ავარიულ სახლებში
მცხოვრები მოქალაქეების,
ასევე შენობების
მიმდებარედ მომუშავე
პირების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დასაცავად
მისაღებ ღონისძიებებს, და
უმოკლეს ვადებში მიიღოს
უსაფრთხოების ყველა
შესაბამისი ზომა მსგავს
შენობებთან მიმართებით.
1752586817