თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 500-ზე მეტი აბი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.