თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $6 563.4 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 763.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 800.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარაპრილში, 3 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (291.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (230.4 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (208.3 მლნ. აშშ დოლარი).