თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი 8.8%-ით შემცირდა.

ქვეკატეგორიების მიხედვით წლიური ფასების ცვლილებები:

  • შენობები და ნაგებობები  და შენობების და ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირდა 9.7%-ით;
  • საავტომობილო გზები და რკინიგზა; საავტომობილო გზების და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირებულია 8.4%;
  • კომუნალური ობიექტების ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირებულია 5.1%-ით;
  • ნაგებობები და სხვა სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირებულია - 17.2%-ით;
  • შენობები და ნაგებობების აღება და სამშენებლო მოედნის მომზადება - ფასები შემცირებულია 3.3%-ით;
  • ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო  სამუშაოები - ფასები შემცირებულია - ფასები შემცირებულია 6.8%-ით;
  • სამშენებლო დამამთავრებელი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები - ფასები გაზრდილია 5.4%-ით;
  • სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები - ფასები შემცირებულია - 14.8%-ით.