თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 5%-ით, 1,247 ერთეულამდე გაიზარდა. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ზომა კი 16%-ით გაფართოვდა და $68 მლნ–ს მიაღწია.
recov.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში 2024 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,162 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, კვ.მ.-ზე 951 აშშ დოლარამდე შემცირდა.
ბათუმში 2024 ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 36%-იანი კლება დაფიქსირდა.