თბილისი (GBC) – საქსტატის მიერ ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაცია მაისში, რომელმაც 2,4% შეადგინა, 0.4 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2-პროცენტიან ინფლაციას.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.0%;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 4.6%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.5%;
  • საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები -3.2%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება -2.9%;
  • ჯანმრთელობის დაცვა 1.1%;
  • ტრანსპორტი – 11.1%;
  • კავშირგაბმულობა -1.2%; დასვენება,
  • გართობა და კულტურა -0.4%;
  • განათლება 3.5%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 9.2%;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 2.8%.