თბილისი (GBC) – Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად,რუსეთიდან სამშენებლო მასალების იმპორტმა 2022 წლის 9თვის მლნაცემებით $137 მლნ შეადგინა,რაც 8.7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021იან-სექ: $150მლნ).

ამავე პერიოდში უკრაინიდან სამშენებლო მასალების იმპორტმა $36 მლნ შეადგინა, ეს მონაცემი 47.1%-ით არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021იან-სექ: $68მლნ).

გალტ & ტაგარტი თავის კვლევაში აღნიშნავს,რომ რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე დამოკიდებულება ზომიერი და ჩანაცვლებადია.