თბილისი (GBC) -  საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა. 

ინდექსის ცვლილება ძირითადად სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასმა გამოიწვია, რომელიც 7.3%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდში, უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი არ შეცვლილა.

რაც შეეხება სხვა სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, ფასი 0.3%-ით შემცირდა.