თბილისი (GBC) - გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში წყალმომარაგებით
საქმიანობას ახორციელებდა 27 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული
წყლის მოცულობამ 208.0 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1.0%-ით ნაკლებია წინა წლის
შესაბამის მაჩვენებელზე (210.1 კუბური მეტრი). 

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,
წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.67 მილიონი ადამიანი (მთლიანი
მოსახლეობის 71.5%), რაც 1.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.63
მილიონი ადამიანი).

2022 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის
რიცხოვნობამ 1.96 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 52.4%), რაც წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მილიონი) აღემატება 3.1%-ით.
2022 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ
შეადგინა 1.49 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 39.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
(1.36 მილიონი) აღემატება 9.6%-ით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია წყალარინების ქსელზე მიერთებული
მოსახლეობის წილი (დიაგრამა №2) და ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული
მოსახლეობის წილი (დიაგრამა №3) 2015-2022 წლებში.