თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2%-ით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.1%-ით)
- მშენებლობა - 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2%-ით)
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1%-ით)
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8%-ით)
4Q25-ში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
4Q25-ში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241.3 ლარით (10.2%) და 2 608.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 433.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.7%-ით) და მშენებლობის (3 943.4 ლარი, გაიზარდა 17.2%-ით) სფეროებში.
საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 254.8 ლარით (13%) გაიზარდა და 2 210.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა მთიანეთი.
