თბილისი (GBC) - საქართველო ყურძნის წარმოებით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა –  271.6 ათასი ტონით. ამის შესახებ კვლევას ცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა RankingRoyals აქვეყნებს.

კვლევაში წარმოდგენილია 40 ქვეყანა ყურძნის წარმოების მიხედვით.

პირველ ადგილზე ჩინეთია. ჩინეთმა 2021 წელს 11.3 მილიონი ტონა ყურძენი აწარმოა.

მეორეზე იტალიაა 8.1 მილიონი ტონით.

მესამეზე ესპანეთი 6.1 მილიონი ტონით.

რაც შეეხება საქართველოს, 2021 წელს ქვეყანამ 271.6 ათასი ტონა ყურძენი აწარმოა, რითაც 32-ე ადგილს იკავებს.