44 მილიონი ევრო მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის – ევროკა...
მხოლოდ გასულ წელს, 50
სხვადასხვა პროექტის
მეშვეობით მხარდაჭერა
მიიღო საქართველოში
მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე
და საშუალო ბიზნესმა.
აღნიშნულმა პროექტებმა
ხელშესახები შედეგები
მოიტანა როგორც თავად
მეწარმეებისთვის, ასევე
ქვეყნის ეკონომიკური
განვითარებისთვის, კერძოდ:
მხარდაჭერილი მცირე და
საშუალო საწარმოების
ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც
თითქმის 37,000 ახალი სამუშაო
ადგილის შექმნაში აისახა.
გარდა ამისა, ბიზნესებმა 200
მილიონი ევროს ოდენობის
დამატებითი შემოსავალი
მიიღეს, რაც ეკონომიკური
ზრდის სტიმულირებაში ამ
ინიციატივის
ეფექტიანობაზე
მეტყველებს.ევროკავშირის
მხარდაჭერა სამი ძირითადი
ღერძის გარშემოა
აგებული:ფინანსებზე
წვდომა: 2023 წელს
განხორციელდა2 მილიონი
ევროს ინვესტიცია (ჯამური
ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი
სესხების,
მიკროფინანსირებისა და
მცირე და საშუალო ბიზნესის
ფინანსური ცნობიერების
ამაღლების მხარდასაჭერად.
ბიზნესის განვითარების
სერვისები: 10.9 მილიონი
ევროს ინვესტიცია
(ბიუჯეტის 24,8%)
კონსულტაციების,
ტრენინგებისა და ბიზნეს
კლასტერების
განვითარებისთვის, რაც
ხელს უწყობს მეწარმეობის
განვითარებასა და
ინოვაციების დანერგვას.
ბიზნესის ხელშემწყობი
გარემო: 9.7 მილიონი ევროს
ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%)
მარეგულირებელი გარემოს
რეფორმის ხელშესაწყობად,
პოლიტიკის შემუშავების
შესაძლებლობების
გასაუმჯობესებლად და
საჯარო და კერძო სექტორებს
შორის დიალოგის
წასახალისებლად, რაც
ბიზნესს მისი
განვითარებისათვის უფრო
ხელსაყრელ გარემოს უქმნის.
2023 წლის მთავარი მიღწევები:
საქართველოში მოქმედმა
39,072-მა მცირე და საშუალო
საწარმომ მიიღო
სხვადასხვა სახის
მხარდაჭერა, მათ შორის
საკონსულტაციო
მომსახურება, ფინანსებზე
წვდომა და ჩართულობა
შესაძლებლობების
განვითარების
პროგრამებში. 36,973 ახალი
სამუშაო ადგილი შეიქმნა
მცირე და საშუალო
საწარმოებში ევროკავშირის
მხარდაჭერით 458-მა მცირე და
საშუალო საწარმომ,
ევროკავშირის
მხარდაჭერით, საკუთარი
პროდუქცია ექსპორტზე
გაიტანა, რამაც ექსპორტის
ჯამური მოცულობა 6.8%-ით
გაზარდა. 17,275-მა მცირე და
საშუალო საწარმომ მიიღო
სესხი. 371-მა მცირე და
საშუალო საწარმომ მიიღო
გრანტი. ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი საწარმოების
4%-ის მფლობელი ან მმართველი
ქალია, რაც ბიზნესში
გენდერულ თანასწორობას
უწყობს ხელს. ევროკავშირის
მიერ მხარდაჭერილ მცირე და
საშუალო საწარმოებში
თანამშრომლების
რაოდენობა5%-ით გაიზარდა.
"ევროკავშირი კვლავ უჭერს
მხარს საქართველოს
ეკონომიკის ზრდასა და
კონკურენტუნარიანობის
გაძლიერებას.
ევროკავშირის ეკონომიკური
და საინვესტიციო გეგმის
ფარგლებში
განხორციელებულმა
პროექტმა საკუთარ მიზანს,
რომელიც 80,000 მცირე და
საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერას
ითვალისწინებდა, უკვე
გადააჭარბა. 2021-2023 წლებში
ევროკავშირის დახმარება 100
000-ზე მეტმა მცირე და
საშუალო ბიზნესმა მიიღო.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს
შედეგები EU4Business-ის
ანგარიშში აისახება:
კერძოდ, ის, რომ
ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილ მცირე და
საშუალო საწარმოებში
ამდენი ახალი სამუშაო
ადგილი შეიქმნა, აგრეთვე
ის, რომ ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი საწარმოების
40.4%-ის მფლობელი ან
მმართველი ქალია, რაც
ბიზნესში გენდერულ
თანასწორობას უწყობს ხელს.
ევროკავშირის მიერ
საქართველოს ეკონომიკის
განვითარებაში
განხორციელებული
ინვესტიცია ქვეყნის
მომავალში
განხორციელებული
ინვესტიციაა", – განაცხადა
ნიკოლას სენდროვიჩმა,
საქართველოში
ევროკავშირის
წარმომადგენლობის
თანამშრომლობის
განყოფილების
ხელმძღვანელმა.EU4Business
ინიციატივის მეშვეობით,
ევროკავშირი წლების
განმავლობაში წარმატებით
უჭერს მხარს საქართველოში
მოქმედ მცირე და საშუალო
საწარმოებს და აძლიერებს
მათ. ამაზე ინიციატივის
შედეგებიც მეტყველებს,
კერძოდ, 2021-დან 2023 წლამდე:
ინიციატივის ფარგლებში
მხარდაჭერილ იქნა 100,000-ზე
მეტი მცირე და საშუალო
ბიზნესი. შეიქმნა 77,000 ახალი
სამუშაო ადგილი.
შემოსავლის სახით მიღებულ
იქნება დამატებით 550
მილიონი ევრო. საქართველოს
მცირე და საშუალო
საწარმოებში ევროკავშირის
მიერ განხორციელებული
ინვესტიცია მეტყველებს
იმაზე, რომ ევროკავშირი
განაგრძობს საქართველოში
ეკონომიკური ზრდის,
ინოვაციებისა და ქვეყნის
ინკლუზიური განვითარების
ხელშეწყობას.დამატებითი
ინფორმაციისთვის იხილეთ
სრული ანგარიში ან ეწვიეთ
ვებგვერდს.დამატებითი
ინფორმაციისთვის, გთხოვთ
ეწვიოთ EU4Georgia-ს ვებგვერდს.