თბილისი (GBC) – APPLE-ის მიმწოდებელი ქარხანა ჩინეთში Foxconn მუშახელის დეფიციტს ორიგინალურად ებრძვის.
თუ ჩინეთის ქალაქ ჟენგჯოს ქარხანაში თანამშრომლები წარმატებით მიიყვანენ მეგობარს ან ოჯახის წევრს სამუშაოდ, ისინი 1000იუანს ($141) მიიღებენ საჩუქრად.
ეს გადაწყვეტილება კომპანიამ გასულ კვირას მიიღო. მიზეზი ქარხანაში თანამშრომლების გაფიცვა იყო.
Foxconn მუშახელს რეკრუტირებაში სხვადასხვა საბონუსე სისტემებსაც სთავაზობს.