თბილისი (GBC) – ივლისის მონაცემებით, შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვა $277,3 მლნ–მდე დავარდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC ამერიკულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ეს მაჩვენებელი 11–ჯერ ჩამორჩება 2022 წლის თებერვლის მაჩვენებლებს – ვიდრე რუსეთი უკრაინას დაესხმოდა თავს, და 13–ჯერ ნაკლებია 2021 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

2000–იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ვაჭრობის ყოველთვიური სტატისტიკა გახდა ხელმისაწვდომი, ეს ორ ქვეყანას შორის ბრუნვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.