თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა და აშშ–მა გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა X-ზე დაწერა.

„გაზის სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის წინა დღეს აშშ–ის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილეს კიმბერლი ჰარინტგტონს შევხვდით და ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოების, მწვანე ენერგეტიკაში პროექტების რეალიზების და სხვა საკითხები განვიხილეთ“, – წერს მინისტრი.

გაზის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით აზერბაიჯანული „ცისფერი საწვავი“ საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება.

2923 წელს ამ დერეფნით აზერბაიჯანმა ევროპას 12 მლრდ კბ/მ გაზი მიაწოდა, რაც მისი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარია.