თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 7%–დან 6,75%–მდე დასწია.
რეგულატორის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ქვედა და ზედა ზღვრებიც დასწიეს, შესაბამისად, 6%–დან 5,75%–მდე და 8%–დან 7,75%–მდე.
თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 7%–დან 6,75%–მდე დასწია.
რეგულატორის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ქვედა და ზედა ზღვრებიც დასწიეს, შესაბამისად, 6%–დან 5,75%–მდე და 8%–დან 7,75%–მდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებთან ერთად, ხელსაყრელია ბიზნესებისთვისაც. გარდა იმისა, რომ მყიდველი სწრაფ, კომფორტულ და 24/7-ზე ხელმისაწვდომ მომსახურებას იღებს, თვითმომსახურების კომპანიისთვის სარგებელი ოპტიმიზებული პროცესები, ნაკლები ხარჯები და მაღალი გაყიდვებია.“თვითმომსახურების სექტორი სწრაფად იცვლება - მომხმარებელი ავტომატიზებულ, სწრაფ და უნაღდო სერვისს ითხოვს, რაც ბიზნესებს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლას აიძულებს. თუმცა პროცესს თან ახლავს რიგი ტექნიკური, ფინანსური და ოპერაციული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი თიბისის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ენიჭება, რაც ამ ინიციატივამდე, მათ არ ჰქონდათ”, - გიორგი სიმონიანი, თიბისის გადახდების განვითარების ასოცირებული პარტნიორი.თიბისის მიზანი სექტორის სრულად ათვისება და მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ბიზნესების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა. (R)
1765355233
Vinoveli Inc-მა აღნიშნული ღონისძიებით დაიწყო სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანია აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორ არჯუნ დევანთან (Arjun Dewan) თანამშრომლობით. კამპანიის მიზანია Vinoveli Inc-ის პორტ-ფოლიოში არსებული ღვინოების წარდგენა აშშ-ის ბაზარზე მომუშავე დისტრიბუტორების, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლების, სომელიეებისა და ჟურნალისტებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად.ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის შესახებ შვიდი დეგუსტაცია გაიმართა საცალო-ქსელურ სუპერმარკეტებსა და გაყიდვების ობიექტების საპრომოციო ღვინოებისთვის განკუთვნილ სივრცეში ნიუ-ჯერსსა და მასაჩუსეტში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ღვინოები.ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ბოლო 3 თვეში ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Orange Glou Fair (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine NYC (ნიუ-იორკი), San Diego Food + Wine Festival (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ - V is for Vino.
1765353783
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
1765351420
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სპიკერების შთამაგონებელ ისტორიებს, დაესწრონ მასტერკლასებს და პანელურ დისკუსიებს.Spotlight-ის პროგრამის, სპიკერებისა და მათი გამოსვლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.geBiletebi.ge-ს პლატფორმაზე ბილეთის შეძენისას, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის გადახდის არხით.(R)
1765350296
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის?10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, სამაგისტრო საფეხურზე სურთ, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრული დაფინანსება და ისწავლონ სასურველ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.3 საერთაშორისო სტიპენდია, საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატიCHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს სრულად უფინანსებს.ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 56 სტიპენდიატი.განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება სურთიმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, საქართველოს ბანკმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა პროფესიული აკადემიისა და საქართველოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხდება.უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 20 სტიპენდიატი.განათლების შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისათვისმომავლის პროფესიებითა და ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, საქართველოს ბანკმა, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით AI სტიპენდია შეიქმნა.ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
1765296420
extra.ge-სთან პარტნიორობით, 10 დეკემბერს ყველა მომხმარებელი, რომელიც პირველად ისარგებლებს ნაწილ-ნაწილ გადახდით მეთოდით, ნებისმიერ შენაძენზე 30%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 150 ლარს) მიიღებს.შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით აქამდე არცერთ არხში უსარგებლიათ.რა არის ნაწილ-ნაწილ გადახდა?ეს ონლაინ გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს სასურველი ნივთი და მისი ღირებულება ზუსტად 4 თანაბარ ნაწილად დამატებითი ხარჯის გარეშე (ეფექტური 0%) დაფაროს.
1765293000
საუკეთესოდ გამოყენებული ტექნოლოგიები, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის მომენტალური პროცესი - ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე - ყველა ამ კომპონენტში თიბისი საუკეთესოდ აღიარეს ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან J.P. Morgan. DBS Bank, Deutche Bank, HSBC და სხვები.ეს ჯილდო თიბისი ტექისა და FCL გუნდების უდიდესი ძალისხმევის შედეგია. გამარტივდა და დაჩქარდა სესხის მიღების მთელი ციფრული პროცესი. ციფრული არხების ოპტიმიზაციამ, მთელი პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადა.თიბისის მომხმარებლებისთვის, რეკორდულად სწრაფად, სამომხმარებლო სესხის 70% გაიცემა 5 წუთზე ნაკლებ დროში.ხელოვნური ინტელექტის მოდელის დახმარებით, ბანკმა შესაძლებლობა მისცა თვითდასაქმებულებს, რომ აიღონ სესხი.სესხის მოცულობის 80% გაიცემა ციფრული არხებით. ამასთან, გაჩნდა წინასწარ დამტკიცებული შეთავაზებები, რაც თანხის მიღებას ამარტივებს.დაინერგა კომუნიკაციის ავტომატიზირებული სისტემები, რაც ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და აუმჯობესებს მომხმარებელთან უკუკავშირს.თიბისისთვის ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან Banking Tech Awards ფინანსურ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმაა.ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ თიბისი ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე ქმნის სტანდარტებს, საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა! (R)
1765283593
ჯილდოს პროგრამაში მსოფლიოს 1,000-ზე მეტი ბანკი მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი გლობალური ფინანსური ლიდერები, როგორებიცაა Wise, Revolut, DBS Bank , Monzo და სხვები. ჟიურიმ ოთხ კატეგორიაში (ციფრული საბანკო მომსახურება, მდგრადობა და ინკლუზიურობა, ბიზნეს საბანკო მომსახურება და ბიზნესის დაფინანსება) ოცი საუკეთესო SME ბანკი შეარჩია. საქართველოს ბანკი კი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ციფრული საბანკო მომსახურების კუთხით, გლობალურ ლიდერად დაასახელა.„ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გლობალური ჯილდო მიიღო. მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი რგოლია, სწორედ ამიტომ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც ბიზნესებს სწრაფი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ხედვები ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით, რომელიც ინოვაციებს, სისწრაფესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას მოიაზრებს, სამაგალითოა მსოფლიო მასშტაბით. ამ სცენაზე მიღებული აღიარება კი გვაძლევს დიდ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და ინოვაციების დანერგვა გავაგრძელოთ”, - განაცხადა დაჩი გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული კლასტერის Product Owner-მა.დაჯილდოების ღონისძიება ვენაში გაიმართა და იგი მრავალსაფეხურიანი კონკურსის ფინალურ ეტაპს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად Global Finance-მაც დაასახელა.(R)
1765280923
საქართველოს ბაზარზე ყაზახური ფრიდომ ბანკი შემოდის
1764319802
თბილისის აეროპორტმა 5 მილიონ მგზავრს უმასპინძლა
1764934105
თიბისის საახალწლო კამპანიაში არარეზიდენტი ვერ ჩაერთვება
1764774780
თბილისის გარეუბანში ახალაშენებული ბინის ფასი 11.8%-ით გაიზარდა, ცენტრშ...
1764850388
სარეზერვო ოქროს ფასი მილიარდს მიუახლოვდა
1765201500