თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR ახალი წლიდან ავსტრიისა და გერმანიის ბაზრებზე დაიწყო გაზის ექსპორტი. ამის შესახებ ინფორმაციას SOCAR ავრცელებს.

კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების რეალიზებით, რომელსაც გაზის სამხრეთის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული გაზსადენით ახორციელებს, კომპანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის ახალ ეტაპზე გადადის.

ავსტრიისა და გერმანიისთვის იტალიის გავლით გაზის მიწოდებით მნიშვნელოვნად ფართოვდება ევროპაში აზერბაიჯანული ექსპორტის გეოგრაფია. ამრიგად, აზერბაიჯანულ გაზს უკვე 16 ქვეყანა ყიდულობს.