თბილისი (GBC) – აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Green Card–ის ლატარიაში მონაწილეობაზე მოსაკრებელი შემოიღო – $1–ის ოდენობით.

ახალი წესი ძალაში ოქტომბერში შევა. ამასთან, გამარჯვებულისთვის სავიზო განაცხადის განხილვის ფასი უცვლელი რჩება – $330.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მოსაკრებლის დაწესების აუცილებლობა სისტემის მომსახურების ხარჯების დასაფარად დადგა. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფიქციური განაცხადების რაოდენობასაც შეამცირებს და ყოველწლიურად საშუალოდ $25 მლნ შემოსავალს მოუტანს.