თბილისი (GBC) - სააგენტო Bloomberg–ის ცნობით, გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს მას იმედი აქვს, აშშ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სანქციებისგან გაათავისუფლებს. „ამას ამერიკელებთან განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ „როსნეფტისთვის“ შესაბამისი გამონაკლისი დაიშვება“, - განაცხადა პარასკევს მერცმა ჟურნალისტებთან.
კანცლერის თქმით გაურკვეველია, სჭირდება თუ არა გერმანულ ბიზნესს, Rosneft Deutschland-ს გამონაკლისი, რადგან სანქციების თანახმად, „როსნეფტი“ ბიზნესის მინიმუმ 50% უნდა ფლობდეს.
მედიასააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება ცდილობს „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები აშშ-ის ახალი სანქციებისგან დაიცვას.
Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობაში.
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ "აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციები არ უნდა იმოქმედოს „როსნეფტის“ გერმანულ კომპანიებზე, რადგან ისინი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება".
Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ფირმებსა და ბანკებს ნებას რთავს, მომავალი წლის მარტამდე გააგრძელონ თანამშრომლობა Rosneft Deutschland GmbH-თან და RN Refining & Marketing GmbH-თან, რომლებიც გერმანიის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - Роснефть და Лукоил - დაასანქცირა. ამასთან, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია". მათივე თქმით, დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას.