თბილისი (GBC) – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების საუკეთესო საშუალება მშვიდობა და ვაჭრობის წარმოებაა. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ბრიფინგზე ვთქვი, რომ დადგება დრო, როდესაც სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ იცხოვრებენ. გასაგებია, რომ ამით ახალი არაფერი მითქვამს და არც ისაა განსაკუთრებული ნათქვამი, რომ ორი სახელმწიფოსთვის გადარჩენის საუკეთესო საშუალებაა მშვიდობიანი თანაცხოვრება და ერთმანეთთან ვაჭრობა. ბევრი მაგალითი არსებობს ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომების შემდეგ მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისა და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს“, – წერს სომეხი პოლიტიკოსი.