GE EN
სხვა სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ მონაცე...

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარი ინფორმირებულობა. ამ მიზნისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.„საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია  ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ( https://ems-voters.cec.gov.ge/ )  ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.ამომრჩევლების ინფორმირებულობა და მათი აქტიური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემების დროული გადამოწმება არა მხოლოდ ინდივიდუალური საარჩევნო უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, არამედ სისტემურ დონეზე აძლიერებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობას. შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე - 2 51 00 51“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.(R)

1756371180

იპოთეკა ძვირდება

 სებ-ის სტატისტიკით. მოკლე და საშუალო ვადიანი (1-დან 5 წლამდე) იპოთეკური სესხი შარშან ზაფხულს თუ 12 -12.4%-ად გაიცემოდა, წელს, აგვისტოს მდგომარეობით, საშუალოდ,  13.8% -ად მტკიცდება.BRG-ის ინფორმაციით, გაძვირებულია სავალუტო იპოთეკაც. უძრავი ქონების შესაძენად თუ სარემონტოდ, ჰეჯირებულ მსესხებელს ხელი  თუ შარშან 7%-7.4% -ად მიუწვდებოდა. აგვისტოს მდგომაროებით 10  წლამდე ვადიანობის იპოთეკის საშუალო განაკვეთი  8.2%-ით განისაზღვრება. მცირედით ნაკლებია - 7.95%, 10-15 წლიანი სესხის შემთხვევაში. თუმცა 2022 -ის შემოდგომიდან, სტანდარტულად აღარ გაიცემა.როგორც იცით, ლარის იპოთეკა 10 წელზე მეტი ვადით გაიცემა. სავალუტო კი 10 წლამდე.სავალუტო იპოთეკა 4-5 წლის წინ  4-6%-დაც მტკიცდებოდა, 2022 წლის გაზაფხულამდე. მას შემდეგ რეგულაციები რამდენიმე რაუნდად გამკაცრდა.  განაკვეთზე გავლენა +3%-იანი დერეფანის გაიხსნამაც იმოქმედა. რეგულატორმა ბანკს მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასება დაავალდებულა.მას შემდეგ რამდენჯერმე აიწია, სავალუტო იპოთეკის ზღვარმა. ამ დროისთვის და ჯერ ჯერობით, 750 000 ლარის ეკვივალენტიდან გაიცემასავალუტო იპოთეკა ზრდას (+9.1 Y.Y) ინარჩუნებს, თუმცა ტემპი შენელებულია (01.08.2024 - +13.3%Y.Y)ლარის პორტფელის ზრდაც შენელებულია,  წლიური ზრდა +19.5%-ია , შარშან იყო +22.3%Y.Y.მთლიანად, იპოთეკური სესხების პორტფელი, 01.08.2025-ის მდგომარეობით, 12.6 მლრდ  ლარამდეა (01.08.2024 – 11.3 მლრდ)

1756312560

ევრობასკეტი 2025 იწყება! უგულშემატკივრე ქართველ სპორტსმენებს - საქართვ...

საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში ითამაშებენ,  სადაც მათი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

1756305840

სად ვუყუროთ საკალათბურთო ნაკრების თამაშებს? - გაეცანით საქართველოს ბან...

27 აგვისტოდან ევროპის მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი EUROBASKET 2025 აიღებს სტარტს - ტურნირი ოთხ ქვეყანაში (კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთსა და პოლონეთში) გაიმართება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. პირველ ტურში 28 აგვისტოს ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის გრანდს, ესპანეთს დაუპირისპირდება.წინ მღელვარე და ემოციური დღეები გველის, თამაშების ყურების საუკეთესო მომენტი კი სხვებისთვის გაზიარებული გამარჯვების სიხარულია, თითოეული მოპოვებული ქულა, დაძაბული მომენტი გაერთიანებს ყველასთან, ვისაც შენსავით უყვარს სპორტი.თუ შენც გინდა მეგობრებს გაუზიარო ემოციები და დიდ ეკრანზე უყურო ყველაზე საინტერესო და დაძაბულ საკალათბურთო ჩემპიონატს, აუცილებლად დაგაინტერესებს საქართველოს ბანკის შეთავაზება. სხვადასხვა ქალაქის რამდენიმე გამორჩეული პაბი განსაკუთრებით ემზადება EUROBASKET-ისთვის, დიდ ეკრანთან  ერთად აქ დაგხვდება კომფორტულად მოწყობილი სივრცეები და საგულშემატკივრო განწყობა. PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხება. არ დაგავიწყდეს, რომ PLUS ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია სასურველ ნივთებსა და სერვისებში.პაბები, სადაც თამაშის დღეებში გაათმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ და დასამახსოვრებელ დღეებს გაატარებ მეგობრებთან ერთად:თბილისი· დუბლინი· კრაფტ გრილი და ლუდი· ალხანაიძე· პაბ 44· Pub Atonelzeბათუმი· კრეატორია· კრაფტ ფუდი· არენა პაბიქუთაისი· კრომბახერი· Marys Irish Pubთუ თამაშების ყურებას სახლში გირჩევნია, Wolt-ის ქეშბექი დაგეხმარება საგულშემატკივრო გარემოს შექმნაში: თამაშის პერიოდში WOLT-ის შერჩეული კატეგორიიდან გამოძახებისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) Wolt-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება.ასე რომ, მოემზადე დაძაბული თამაშებისთვის, უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და გაუზიარე ემოციები საყვარელ ადამიანებს. 

1756304100

ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან

„ფერმერთა განმარტებით, მიმდინარე წელსაც სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს. ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი „მონიტორინგის ხაფანგები”.ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება.დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 000 ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად - 58 000 ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი.თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170 390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 103 819 „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური და 7 474 „მონიტორინგის ხაფანგი” განათავსეს“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

1756295079

თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLA...

ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.ფესტივალი დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში რეგიონის გამორჩეული კამპანიები და პროექტები გამოვლინდებიან.AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს.წელს პირველად, ფესტივალზე სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური, შორთლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, წარდგენილი პრეზენტაციებითა და Q&A სესიების საფუძველზე შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულს 10 000 ლარს გადასცემს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ედ ბლექ სი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება, შთაგონება და შესაბამისად, მეტი მოტივაციით გააგრძელონ საქმიანობა.ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

1756294603