თბილისი (GBC) – ქართული კომპანიების ევროობლიგაციების ფასი 26–30 სექტემბრის კვირაში შემცირდა, ნათქვამია გალთ & თაგარტის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 4.95%-იანი შემოსავლიანობით, ფასით 100.85 (-0.34% წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 93.82 (-0.74% წინა კვირასთან შედარებით), 10.90%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 78.71 ფასად (-3.18% წინა კვირასთან შედარებით), 8.83%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 85.81 (-1.11% წინა კვირასთან შედარებით), 7.36%-იანი შემოსავლიანობით