თბილისი (GBC) - საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი  უმსხვილესი კომპანიების ხუთეული არ შეცვლილა. 2022 წლის იანვარ-ივნისში, ისევე როგორც შარშან  წლის პირველ ნახევარში, მედიკამენტების ტოპ ხუთი იმპორტიორი შემდეგნაირად გამოიყურება:  სს გეფა; შპს ავერსი-ფარმა; შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია; შპს გლობალფარმი; შპს პსპ-ფარმა.

იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 195.6 მლნ-ის 6.2 ათასი ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 12.4%-ით, ხოლო მოცულობით 32.9%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021/H1: $174 მლნ-ის 4.7 ათასი ტ.).

ამ პერიოდის ტოპ პარტნიორი ქვეყნები ასეთია:

1. თურქეთი - $32.9 მლნ-ის 463 ტ. (16.8%).

2. გერმანია - $19.9 მლნ-ის 440 ტ. (10.2%).

3. საფრანგეთი - $17 მლნ-ის 43.5ტ. (8.7%).