თბილისი (GBC) -  მიწის ნაკვეთი საგურამოსთან, სოფელ ნავდარაანთკარში აუქციონზეა.

მიწის ნაკვეთის ფართობი 1000 კვ.მ-ს შეადგენს და საწყისი ფასი 110,000 ლარია (1.კვმ-ს ფასი 110 ლარი).

აუქციონი 3 ივლისს 11:00 საათზე სრულდება და კანდიდატი ჯერ არ ჰყავს.

საკადასტრო კოდი 72.04.40.068.

eauction.ge-ს მიხედვით, ნაკვეთის რეალიზაციას ფიზიკური პირი ახდენს.