თბილისი (GBC) - თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრთან ერთად თურქმენეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობდა. ასევე საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა.
ლაშა აბაშიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკაა.
„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს - ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.