თბილისი (GBC) – განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 5.3 მილიონ ლარიან ტენდერს შპს „თაიმსერვისი“ იგებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 13 იანვარს დასრულდა და ამჟამად ხელშეკრულება დადებულია.

ტენდერი გულისხმობს  2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირებას.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.

მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს ბოლო ხუთ წელიწადში მინიმუმ ორი წელი უნდა ჰქონდეს განხორციელებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურება წელიწადში სატენდერო ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით.

შპს თაიმსერვისი დარეგისტრირებულია 2009 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას 95 ტენდერი აქვს მოგებული, სავარაუდო საერთო ღირებულებით 57.1 მილიონი ლარი.

კომპანიის 100% წილის მფლობელია სულეიმან ჩიხლაძე.