თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში 2025 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 25%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,347 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 32.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

recov.ge-ის ინფორმაციით, მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასის მნიშვნელოვანი ძირითადად დაფიქსირდა ძველ ბათუმსა და რუსთაველის უბნებში, რაც ძირითადად გამოწვეული იყო უცხოელი მყიდველებისგან ინტერესის ზრდით. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

2025 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 22.2%-ით გაიზარდა და 1,550 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 45.1%-ით 97 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, ბათუმში 2025 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 24.8%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 25.9%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 23.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორეულ ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის მხოლოდ 32% მოდის საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო 64% უცხოელებზე.