თბილისი (GBC) - PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 1 025 339-მდე გაიზარდა. ეს 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 2.8%-ით, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 4.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან 9% (92 280 პირი) 600 ლარამდე ხელფასს იღებდა. ყველაზე მეტ ადამიანს (ხელფასის მიმღებთა 51%; 522 924) 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს. წინა თვესთან შედარებით, 600 ლარამდე ხელფასის მქონეთა რიცხვი შემცირებულია, ხოლო 2400 ლარზე მეტს ვინც იღებს, მათი რიცხვი გაზრდილი.

კერძოდ, 2025 წლის დეკემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 9.4%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 3 პ.პ.-ით, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 1.8 პ.პ.-ით შემცირებული მაჩვენებელია. იმ პირების რიცხვი, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 51%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერთან შედარებით 17.6 პ.პ.-ით, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 6.4 პ.პ.-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით დეკემბერში ზრდა მე-13 ხელფასი ჩარიცხვას უკავშირდება.

საქსტატის ინფორმაციით, 3Q25-ის მდგომარეობით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება ჯამში 1,396 ათასი ადამიანი, აქედან 975 ათასი დაქირავებით დასაქმებულია, ხოლო 418 ათასი - თვითდასაქმებული.