თბილისი (GBC) - სებ-მა  კრიპტო პლატფორმის დაჯარიმებაზე განაცხადა. 3 000 ლარის ჯარიმა გამოუწერა. „კრიპტოტექ სოლუშენს“ გამოთხოვილი  ინფორმაციის წარდგენის დაგვიანებისთვის.

"კრიპტოტექ სოლუშენი" პირველი ნაკადის იმ პროვაიდერებშია, რომლებსაც VASPs ბაზრის ჩამოყალიბებაში გარკველი წვლილი მიუღვის.

ციფრულმა საფულემ VASP-ის ლიცენზია შარშან გაზაფხულს მიიღო. სებ-ში რიგით №6 რეგისტრირებულმა კრიპტო ოპერატორმა Coin swap კრიპტო პლატფორმა, სადაც ციფრული ვალუტის კონვერტირება  გახდა შესაძლებელი ზაფხულში გაუშვა და სასტარტო თვეში 1 000 -ზე მეტ იუზერზე გავიდა.

ვასპის პლატფორმა Coinet.ge წარმოადგენს fiat gateway-ს, რომლითაც მომხმარებელს, საერთაშორისო ბირჟებიდან თანხის მარტივად განაღდება შეუძლია, საბანკო ანგარიშზე.

პროვაიდერი იყენებს web 3 ტექნოლოგიას, განაღდების და defi wallet-ის შესავსებად.

ამ დროისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების ბაზარზე უკვე  ლიცენზირებული 45  პროვაიდერია. წელს სებ-ს 75 000 ლარის ჯარიმები აქვს გამოწერილი, თუ 572 მილიონიან „ბიტექსჩეინჯის“ ქეისს არ მივათვლით, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის დანაშაული იკვეთება.

ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურებოდა. თანდათან მოთხოვნები გაიზარდა. სებ-ის აგვისტოში განახლებული რეგულირების წესი 2027 წელს ეტაპობრივად ამოქმედდება.

განახლებული წესით დეტალურად განსაზღვრულია კრიპტოაქტივების მომსახურების პირობები. პროვაიდერს მოეთხოვება რისკების მართვის პროცედურები (რისკის გამოვლენა, შეფასება, მონიტორინგი), მ.შ. კიბერუსაფრთხოების. ამასთან ჩანაწერები უნდა დაარქივდეს..

იზრდება კაპიტალის მოთხოვნა. კონვერტირებადი აქტივის მომსახურების შემთხვევაში ₾150 000 , სავაჭრო პლატფორმაზე ₾350 000 მოითხოვება.

ახალი კაპიტალის ინსტრუმენტის, კონვერტირებადი ან სუბორდინირებული ვალის მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალში ჩართვაზე პროვაიდერს სებ-ის თანხმობა დასჭირდება.