ოქროს ზოდებზე საგაზაფხულო ვაჭრობა გრძელდება. აღდგომის შემდეგ ორკილონახევარზე მეტი ოქრო გაიყიდა.

აქედან, ოქროს, ერთი 1კგ-იანი ზოდი და 77 ერთეული 20 გ -იანი ფილა გაიყიდა. სააღდგომო არდადეგების შემდეგ, 11 მაისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან ამ დრომდე 1 კგ-იანი ოქროს 3 ზოდი და 6 სერტიფიკატია გაყიდული. ასევე 730 ერთეული 20-გრამიანი ოქროს ზოდი და 17 სერტიფიკატი.

20 გ -იანის ფასი მაისში თითქმის 5%-ით მომატებულია, 4 340 ლარამდე (მაისის დასაწყისში 4 164 ლარი ღირდა).1 კგ -იანი  კი 208 205 ლარი ღირდა და ფასმა 219 000 ლარამდე მოიმატა (+5.2%).

ბოლოდროინდელი გამოწვევების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გლობალურადაა გაზრდილი. ფულის მატერიალურ აქტივში დაბანდებას პრიორიტეტულია.

ზოდების შეძენა შესაძლებელია საკასო ცენტრში. ასევე, ინტერნეტმაღაზიაში.

სებ-ში აღნიშნავენ, რომ ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაა. მასზე მოთხოვნა მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციების რისკები მომატებულია.სებ-მა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მარტიდან დაამატა.

.

 

წყარო: ბიზნესპარტნიორი