თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ Facebook გვერდზე, სამშაბათს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ამერიკის ვიზის გამოყენებას შტატებში მშობიარობის მიზნით გადაწყვეტს, მას ვიზის გაცემაზე უარს ეტყვიან".

"დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით, ბავშვი, რომელიც ამერიკაში დაიბადება, მისი მშობლების მოქალაქეობის მიუხედავად, აშშ-ს მოქალაქეები ხდებიან.