თბილისი (GBC) - პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი წარადგინა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს  ჩაანაცვლებს.

ამ დრომდე გიორგი ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.